„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„არიან ადამიანები, რომელთაც სამოსი მხოლოდ ტანის სიშიშვლის დასაფარავი ჰგონიათ! მათ რა იციან, რომ ზოგი სწორედ ჩაცმით „შიშვლდება!” თავის სულიერ სიღატაკეს ამჟღავნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის მოწონება კიდევ არ ნიშნავს მისი აზრის მოწონებას”.
* * *
„დროს ნუ დავკარგავთ, დროს!”
* * *
„მარტოობა და მარტოდ ყოფნა ერთი და იგივე სრულიადაც არ არის!”
* * *
„სილამაზის ფასი არაფერია დედამიწაზე!”.
* * *
„როდესაც რამეს ეძებ, თვალი შეიძლება დახუჭო, მაგრამ გული კი უსათუოდ ღია უნდა გქონდეს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამერმეო მერმე იყოს! ვიდრედან – ვიდრემდე!”
* * *
„მყუდროების მაძიებლობა ზღვისპირზე საერთოდ უადგილოც არის და უმართებულოც. ეს არ არის ზღვის „მოწოდება!”
* * *
„გაჭირვება სიცოცხლეს კი არ აყვარებს ადამიანს, მაგრამ სიკვდილს კი აძულებს!”
* * *
„გულწრფელობა ხშირზე ხშირად დიდ სიფიცხეს ემეგობრება!” – (ავტორი გენია.ჯი)