ლეო X – „ეპიზოდი”
XIV-XV საუკუნეებში მოღვაწე ცნობილმა იტალიელმა პოეტმა და ალქიმიკოსმა – ჯოვანი აურელიო აუგურელიმ რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს – ლეო მეათეს (1475-1521 წლები) მის მიერ ალქიმიისადმი მიძღვნილი პოემა უსახსოვრა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ალქიმიის ქებათა-ქებისა, აღნიშნულ პოემაში დაწვრილებით გახლდათ აღწერილი სასწაული მეთოდი იმისა, თუ როგორ იყო შესაძლებელი – ტყვიის ოქროდ გარდაქმნა. ჯოვანი ვარაუდობდა, რომ რომის პაპი სათანადოდ დუაფასებდა კვლევასა და შრომას და, სათანადოდაც დააჯილდოვებდა მას. თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა მის იმედებს ცივი წყალი გადაასხა: ლეომ თავაზიანი მადლობა მოახსენა ავტორს და ბრძანა, მისთვის ცარიელი ტომარა მიერთმიათ შემდეგი სიტყვის თანხლებით. „ – ის, ვინც ფლობს ასეთ ჯადოსნურ ხელოვნებას, სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ცარიელი დიდი ტომარაღა სჭირდება, რათა შიგ ოქრო ჩააწყოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯოვანი აურელიო აუგურელო