თომას მანი – „ეპიზოდი”
ნობელის პრემიით ახლადდაჯილდოვებული დიდი გერმანელი მწერალი და ესეისტი – პაულ თომას მანი (1875-1955 წლები), ერთ-ერთი გერმანული გიმნაზიის ადმინისტრაციამ თავისთან მიიწვია სასწავლებელში. სახელოვან თანამემამულე ლიტერატორს მთელი გიმნაზია ფიანდაზად გაეგო. (ავტორი გენია.ჯი) დირექტორი ცდილობდა მაქსიმალურად გამოეხატა მწერლის მიმართ თავისი ღრმა პატივისცემა. ამ მიზნით მან თომასი ერთ-ერთ კლასში შეიყვანა და მწერალს თხოვა, დაფასთან გამოსული მოწაფისათვის ნებისმიერი სახის შეკითხვა მიეცა.
„ – რომელ ცნობილ მწერალს იცნობთ?” – ჰკითხა მანმა დაფასთან გამოსულ გოგონას.
„ – ჰომეროსს, შექსპირს, ბალზაკს და თქვენ. მხოლოდ ეგ არის, თქვენი გვარი დამავიწყდაო”, – ალალად განუცხადა მწერალს მოსწავლემ, რამაც კლასში მყოფები დიდხანს გულიანად აცინა. განსაკუთრებით მაინც შეკითხვის ავტორი. – (ავტორი გენია.ჯი)