გრეგორ მენდელი – „ეპიზოდი”
მემკვიდრეულობის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი, დიდი ავსტრიელი ბიოლოგ-გენეტიკოსი – გრეგორ იოჰან მენდელი (1822-1884 წლები) წიგნის განსაკუთრებულად მოყვარულ ერუდიტს წარმოადგენდა. ამიტომაც ნათხოვრობდა ხოლმე იგი ეგზომ ხშირად ახლობელი ადამიანებისაგან წიგნებს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ნათხოვარი წიგნების ნაწილს შემდგომ შეგნებულად აღარ უბრუნებდა პატრონებს (ამ შემთხვევაში გენიალური ფრანგი რომანტიკოსის – ანატოლ ფრანსის უკვდავი გამონათქვამი მახსენდება: „ნურავის ათხოვებთ წიგნებს, რადგან შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ისინი. მე მხოლოდ ის წიგნებიღა დამრჩა, რომლებიც სხვებისგან ვინათხოვრეო).
ერთ დღეს სტუმრების მოლოდინში მყოფმა ავსტრიელმა ბიოლოგმა თაროებიდან ათეულობით წიგნი გადმოალაგა და მათი საგულდაგულოდ გადამალვა დაიწყო. „ – შენ რა, გეშინია სტუმრებმა ისინი არ მოგპარონ?” – ჰკითხა გაწამაწიაში მყოფ სწავლულს გაოცებულმა მეუღლემ, რაზეც მისგან მეტად მრავლისმეტყველი პასუხი მიიღო: „ – არა. მე იმის შიში მაქვს, რომ ამოიცნობენ თავ-თავიანთ წიგნებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)