ლევან გოთუა წერდა…
„მე სინდისი მაქვს… ოქროს მაგიერ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყანაზე მრავალი რამ ჩვენთვის დაბნეულია და ყველაზე უფრო – ადამიანის აზრი!”
* * *
„არაფერი ისე არ მჟღავნდება, როგორც ფარული სიყვარული!”
* * *
„კეთილი ადამიანის თავგადასავალი ყველაზე ნიშანდობლივი და სავალალოა!.. თითქოს ცხოვრებას ასულდგმულებს და უკვალოდ გადადის. ხოლო ბოროტება უფრო აჩენს კვალს!”
* * *
„ძირითადი” ყოველ ფიქრს მოსდევს…’ – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერი ვერ მოითმენს უმიზნო და უზნეო ლეშად ქცეულ თუნდაც ღმერთებს!”
* * *
„სიკვდილში თანასწორები ვართ, სიცოცხლესა და სიყვარულში კი არა!”
* * *
„საოცარია ადამიანის ბუნება!.. ცისმარე დღეს საფლავის ქვებს ჰკოდავს, აწერს და მიუწვდომელ ტრფობასა და სიცოცხლეზე კი ოცნებობს! ახლა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?!”
* * *
„მწერალი მყივანა მამალი კი არ არის… მარტო ჰყიოდეს და არ ათენებდეს! სულით მწერალი უნდა წერდეს და უნდა იბრძოდეს კიდევაც – მალე გათენებისთვის!”
* * *
„რას არ მოისურვილებს ლამაზი ქალი?!” – (ავტორი გენია.ჯი)