„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არაფერი არ არის ადამიანისთვის სულიერ ქვესკნელზე უფრო მდაბალი და სახიფათო!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიდმა ნიჭმა, ზომის დიდი დაკარგვაც იცის”.

* * *

„ღმერთმა გვაშოროს გაბოროტების მეხი”.

* * *

„სიმართლე ისე ვერ გაურბის გაიძვერობასა და ტყუილს, როგორც მიცვალებული თავის ქვაყუთს!”

* * *

„იდუმალება და კდემამოსილება ადამიანის სულიერი საუნჯეა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ შემეცნებულ ადამიანს აქვს თავისი ხვედრი – მიუთვალავი და მიუზომელი… საზომი ცხოვრებაში უჩნდება თავად. უხვედრო ადამიანი – უბედური ადამიანია!”

* * *

„უანგარო სიყვარულია მთავარი და არა მისი გამოვლინება!”

* * *

„ყოველი აზროვანი ადამიანი ვალდებულია იცნობდეს თავის საუკუნეს, იცოდეს მისი სულიერი ავლა-დიდება… და უყვარდეს, უყვარდეს ვინმე ან რამე. ჰქონდეს, უეჭველად ჰქონდეს წმინდათა წმინდა! დიდსაფიცარი!..”

* * *

„ბედგადაწურული ერთია, ხოლო მოძულებული სულ სხვაა, სულ სხვაა!..”

* * *

„არიან ისეთებიც, ზურგის ჩვენება უფრო რომ ეხერხებათ, ვიდრე სახისა…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება