თურ ჰეიერდალი – „ეპიზოდი”
„მეოცე საუკუნის ნორვეგიის ყველაზე ცნობად მკვიდრად” აღიარებულ დიდ ნორვეგიელ სწავლულს, არქეოლოგსა და მწერალს - თურ ჰეიერდალს (1914-2002 წლები), ვისაც ცნობისათვის, 1994 წელს პატივად ერგო ნორვეგიულ ქალაქ ლილეჰამერში ზამთრის ოლიმპიადის გახსნა, თავისი სახელი მემკვიდრეობით გადაეცა მამისგან. ჰეიერდალის წინაპართა თითოეულ წარმომადგენელს ჰყავდა ვაჟიშვილი, რომელსაც სახელად მემკვიდრეობით გადასცემდნენ თურს. ასევე განაგრძო შემდგომში დიდმა ნორვეგიელმა სწავლულმაც: მან თავის პირველ ვაჟს – თური დაარქვა, ხოლო მოგვიანებით ამ უკანასკნელმაც თური დაარქვა საკუთარ ვავიშვილს. „მე – თური ვარ, შვილი თურისა და შვილიშვილი თურისა, მამა – თურისა და ბაბუა – თურისაო”. – ასე ხუმრობდა ხოლმე ახლობელთა წრეში ჰეიერდალი. (ავტორი გენია.ჯი)