ნელსონ მანდელა – „ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანეში არსებულ კუნძულ რობენზე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთი კაპლანდიის პროვინცია) განთავსებული გახლდათ მკაცრი რეჟიმის სახელმწიფო ციხე, რომელშიაც ნომრით – 46664 სასჯელს იხდიდა აპართეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სულით უდრეკი სამხრეთ აფრიკელი ლიდერი – როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა (1918-2013 წლები), იგივე – ნელსონ მანდელა. (ავტორი გენია.ჯი) 1962 წლიდან ციხის საკანში გამომწყვდეულ ნელსონს 1985 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა – პიტერ ბოტამ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა: მანდელას განთავისუფლების სანაცვლოდ, ძალადობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე უპირობო უარი უნდა განეცხადებინა აპარტეიდის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. ყველასდა გასაოცრად, შეთავაზებულ წინადადებაზე რევოლუციონერმა ტუსაღმა ულტიმატუმის ენით უპასუხა უარი: „მხოლოდ თავისუფალ ადამიანებსა აქვთ უფლება მოლაპარაკებების წარმოებისა და არა პატიმრებსო”. შედეგად, ეროვნულ გმირს ციხეში კიდევ 5 წლის გატარება მოუხდა და საბოლოო ჯამში, 27 წლიანი პატიმრობის შემდეგ განთავისუფლდა. – (ავტორი გენია.ჯი)
საკანი, სადაც სასჯელს იხდიდა ნელსონ მანდელა