მარტინ ჰაიდეგერი – „ეპიზოდი”
ჰერმენევტიკის გენიალური გერმანელი ფუძემდებელი და ფილოსოფოსი – მარტინ ჰაიდეგერი (1889-1976 წლები), სამწუხაროდ, პიროვნულად ძალიან უმადური ადამიანი აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მოკრძალებული შემოსავლების მქონე უბრალო ოჯახში აღზრდილ ჰაიდეგერს სტუდენტობის პერიოდში მძიმე დროება დაუდგა. კათოლიკურმა ეკლესიამ გარკვეული ხნის შემდეგ უარი განაცხადა მარტინის დაფინანსების გაგრძელებაზე. შედეგად, სტუდენტი ჰაიდეგერი უკიდურეს სიდუხჭირეში აღმოჩნდა. მას არა მხოლოდ სწავლის გაგრძელების საშუალება, არამედ ელემენტარული დაპურების საშუალებაც კი ესპობოდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა მარტინის ცხოვრებაში ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი – ედმუნდ ჰუსერლი. ჰუსერლი, ვინაც საკუთარ თავზე აიღო წარმატებულ სტუდენტზე სრული მზრუნველობა და უდიდესი წვლილიც დაიდო ჰაიდეგერის შემდგომ წარმატებებში.
გავიდა წლები… გერმანია ნაციზმმა მოიცვა. შიზოიდი ფიურერის იდეოლოგია და ანტისემიტური კანონები სრულიად იქნა გაზიარებული ჰაიდეგერის მიერ. შედეგად, მისი ლექციების ძირითად თემატიკასაც ნაციზმის იდეოლოგია და ანტისემიტიზმი წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოების გამო მას ბევრი მეგობარი განუდგა განზე. მარტინის ერთ-ერთი მეგობარი – კარლ იასპერსი წერდა, რომ იგი არა მხოლოდ აღარ ენდობოდა მას, არამედ ეშინოდა კიდეც მისი. ბევრი მეგობარიც თავად მოიძულა ჰაიდეგერმა. და ერთ-ერთი იმათგანი, ვინაც გულმხურვალე ანტისემიტმა თავისი მეგობრების სიიდან ამოიღო, სწორედ ის ედმუნდ ჰუსერლი გახლდათ, რომელმაც ოდესღაც შიმშილით სიკვდილისაგან იხსნა იგი. უმადურმა გერმანელმა ფილოსოფოსმა განსაცდელში ჩავარდნილ თავის კეთილისმყოფელთან მხოლოდ იმის გამო გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა, რომ ედმუნდის ძაღვებში ებრაული სისხლი ჩქეფდა. ის კი არადა, ჰაიდეგერი ჰუსერლის დაკრძალვასაც კი არ დასწრებია 1938 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
ედმუნდ ჰუსერლი