იცით თუ არა, რომ?!
1. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში გამოსული კურტიზანი ქალები თავიანთი „სავიზიტო ბარათებისთვის” საჭირო ფოტოსურათებს ფრანგული ბულდოგის ჯიშის ძაღლების თანხლებით იღებდნენ. შედეგად, დიდი ხნის განმავლობაში აღნიშნული ჯიშის ძაღლები – „უცენზურობასთან” ასოცირდებოდნენ, რის გამოც ხალხში პოპულარობით არ სარგებლობდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ფრანგი ფილოსოფოსი და ათეისტური ეგზისტენციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ჟან-პოლ სარტრი სიმაღლით ერთობ დაბალ პერსონას წარმოადგენდა. მისი სიმაღლე სულ რაღაც – 153 სანტიმეტრი იყო.
* * *
3. ჩვეულებრივ, ბავშვი ცხრა თვის განმავლობაში იბადება. თუმცა მედიცინის ისტორიაში დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ქალს ორსულობა 375 დღის (12 თვენახევრის) განმავლობაში გაუგრძელდა. ამის ფონზე, საბედნიეროდ, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ქვეყნიერებას.
* * *
4. პოპულარული გერმანული მეტალ-ჯგუფის – „Rammstein”-ის პირველ კონცერტს, გამართულს 1994 წელს, სულ რაღაც თხუთმეტიოდე ადამიანი დაესწრო.
* * *
5. რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის (მიედინება ციმბირში) – ობის სიგანე რიგ ადგილებში რამდენიმე კილომეტრსაც კი აღწევს. ასე მაგალითად: ხანტი-მანსიისკის რაიონში, სადაც მას მდინარე ირტიში უერთება, ობის სიგანე 60 კილომეტრს აღწევს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. პირველ ლიტერატურულ კრიტიკოსად ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში მოღვაწე გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – არისტოტელეა მიჩნეული.
* * *
7. საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – ჟან-პოლ მარატი სტრესს ყოველთვის ყავის დიდი დოზის დალევით იხსნიდა.
* * *
8. იაპონიის ზღვაში – 900 სახეობის თევზი და 10-ზე მეტი სახეობის ზვიგენია გავრცელებული.
* * *
9. ფინელებს საკუთარი დამწერლობა 1543 წლამდე არ გააჩნდათ. მანამდე ისინი შვედურ ენაზე წერდნენ. ფინური დამწერლობის მამამთავრად მიჩნეულია XVI საუკუნეში მოღვაწე ფინელი ჰუმანისტი – მიქაელ აგრიკოლა.
* * *
10. დღეისათვის მეცნიერებისათვის ცნობილია 6 000-ზე მეტი სახეობის უკუდო ამფიბია. – (ავტორი გენია.ჯი)