ფილიპ დორმერ სტენჰოპი (ლორდი ჩესტერფილდი) წერდა
„არაფერმა გაგაკვირვოს!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წამის ფასი, თუ მას ერთად შეკრებ და სასარგებლოდ გამოიყენებ, უზარმაზარია, დანაკარგი კი, თუ ის ფუჭადაა დახარჯული, აუნაზღაურებელი. ყოველი წამისგან ადამიანს შეუძლია მიიღოს გარკვეული სარგებლობა, რასაც თან ახლავს კმაყოფილების გაცილებით უფრო დიდი გრძნობა, ვიდრე ის, რომელიც ამ წამის დაკარგვას მოაქვს”.
* * *
„ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც ჩამოაყალიბა აღზრდამ და საზოგადოებამ თხუთმეტიდან ოცდახუთ წლამდე”.
* * *
„ყოველთვის გადამეტებულად ვაფასებთ მას, რაც არ ვიცით”.
* * *
„ყოველგვარ სათნოებას თან ახლავს თავისი სუსტი მხარე ანდა რაიმე მანკი; განვითარდება თუ არა ზომაზე მეტად, იგი გადადის ან ერთში, ან მეორეში. გულუხვობა ხშირად იქცევა მფლანგველობად, მომჭირნეობა – წუწურაქობად, გულადობა – უგუნურებად, სიფრთხილე – მფრთხალობად და ასე შემდეგ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენადაც მეტი იცი, იმდენად თავმდაბლად გმართებს ყოფნა”.
* * *
„ქალებში გული – ყველაფერია, და არც არაფერს მათზე ასეთი ძალაუფლება არა აქვს”.
* * *
„სიძნელეებს ვერსად გაექცევი, თუ რაიმე მნიშვნელოვანს გინდა მიაღწიო, ან რაიმე მნიშვნელოვანს გინდა ჩასწვდე”.
* * *
„ხშირი და ხმამაღალი სიცილი ჭკუის ნაკლებობაზე და ცუდ აღზრდაზე მეტყველებს. ამ გზით ბრბო გამოხატავს თავის სულელურ სიხარულს რაიმე სულელური შემთხვევის გამო”.
* * *
„ქალები – იგივე ბავშვები არიან, მხოლოდ ტანად დიდები; ისინი მომხიბლავად ტიტინებენ და ხანდახან გონებამახვილებიც არიან; მაგრამ, რაც შეეხება წინდახედულებასა და კეთილგონიერებას,მთელი ცხოვრების მანძილზე არ შემხვედრია არც ერთი ქალი, რომელსაც შეეძლო თანმიმდევრულად ემსჯელა და ემოქმედა ოცდაოთხი საათის განმავლობაში”.