ჟან-პოლ სარტრი – „ეპიზოდი”
ათეისტური ეგზისტენციალიზმის მამამთავრად აღიარებული დიდი ფრანგი ფილოსოფოსის – ჟან-პოლ სარტრის (1905-1980 წლები) დედა – ანა-მარია შვეიცერი, ელზასელი სწავლულების, ერუდიტების ოჯახიდან გახლდათ გამოსული. (ავტორი გენია.ჯი) შარლ შვეიცერი – სარტრის ბაბუა საყოველთაოდ ცნობილ ფილოლოგსა და გერმანისტს წარმოადგენდა. მან საფრანგეთის უმშვენიერეს დედაქალაქში ლინგვისტური უმაღლესი სასწავლებელიც კი დააარსა თავის დროზე; თუმცა, კიდევ უფრო სახელოვანი ადამიანი გახლდათ სარტრის თეოლოგი ბიძა – ალბერტ შვეიცერი, ვინაც ფილოსოფიის დარგში ნობელის პრემიით იქნა დაჯილდოვებული 1952 წელს.
სარტრი დედულში განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა… ბაბუა – შარლ შვეიცერი პროტესტანტი იყო, ხოლო ბებია თავგადაკლული კათოლიკე. ფრანგი ფილოსოფოსის გადმოცემით, ისინი არა მარტო ხშირად დაობდნენ რელიგიურ საკითხებზე, არამედ უმოწყალოდ დასცინოდნენ ერთმანეთის რელიგიურ მსოფლმხედველობებსაც. ერთმანეთის რელიგიებს. „სწორედ მაშინ გამოვიტანე დასკვნა, რომ არც ერთი რელიგია გახვრეტილი გროშის საფასურიც არ ღირდაო”, – იგონებდა მოგვიანებით ათეისტი ფილოსოფოსი. – (ავტორი გენია.ჯი)