ჩინუა აჩებეს ნააზრევი…
„როდესაც კარზე უბედურება აკაკუნებს და მასპინძელი ეუბნება, რომ მისთვის დასაჯდომი სკამი სახლში არ მოეპოვება, ავბედითი სტუმარი ყოველთვის ასე პასუხობს: „არ ინერვიულოთ, მე ჩემი სკამითა ვარ მოსულიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუკი ჩემი მტერი სიმართლეს ამბობს, ყურებს ნამდვილად არ დავიცობ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი მტერია”.
* * *
„არ დადგე ერთ ადგილზე!”
* * *
„აფრიკა არასოდეს პატიობს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც სურთ და არა იმას, რაც საჭიროა”.
* * *
„მადლობა გადაუხადე ადამიანს, რომელმაც საქმე გააკეთა და ეს მას ძალას შესძენს, კიდევ უფრო მეტი საქმე გააკეთოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება მდინარის სანაპიროზე ცხოვრობდე და ხელები ნერწყვით დაიბანო”.
* * *
„ერთ ბინძურ თითს მთელი ხელის დასვრა შეუძლია”.
* * *
„ტიტულებისადმი სიყვარული – ეს არის ის სისუსტე, რომელიც თანდაყოლილია ყველა ადამიანში”.
* * *
„მთვარის ნათელ შუქზე კოჭლსაც მოუნდება ხოლმე სეირნობა”.
* * *
„საბედნიეროდ, იბოს ხალხში ადამიანს განსჯიან საკუთარი დამსახურების და არა მამამისის დამსახურების მიხედვით”. – (ავტორი გენია.ჯი)