პლატონი & არისტოტელე
ფილოსოფიის ორ ძველ ბერძენ ტიტანს - პლატონსა და არისტოტელეს ერთ დროში და შესაბამისად, ერთდორულად მოუხდათ მოღვაწეობა. არისტოტელე, რომლის მოწაფესაც მთელი ათი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ალექსანდრე დიდი, თავის დიდებულ მასწავლებელზე, ათენის ლეგენდარული აკადემიის დამაარსებელ პლატონზე 43 წლით უმცროსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ისე ჩანდა, რომ მიუხედავად ეგზომ დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ისინი თითქმის თანაბარი პოპულარობით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. თუმცა დრომ (როგორც ჩვევია ხოლმე) სიმართლეს ნათელი დიდი ხნის შემდეგ, თუმცა მაინც მოჰფინა. პლატონის გარდაცვალების შემდგომ მისი ხსოვნა კვლავაც დიდხანს დარჩა ცოცხალი. ამ უდიდესი ფილოსოფოსის სწავლების პროპაგანდას ნეოპლატონიკებმა მიჰყვეს ხელი. და ეს მაშინ, როდესაც არისტოტელეს გარდაცვალების შემდეგ იგი მთელი 300 წლის განმავლობაში იქნა ყველასაგან მივიწყებული.
ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში არისტოტელეს სახელი კვლავაც აქტუალური გახდა სწავლულებში. თუმცა სამწუხაროდ, ამ დროს გაირკვა, რომ მისი შემოქმედებიდან სულ რაღაც 20-30 პროცენტიოდე იყო შემორჩენილი. ეს იყო და ეს… პირველი საუკუნიდან მოყოლებული ძალიან დიდხანს დაისადგურა მდუმარებამ. არისტოტელე აღარავის გახსენებია მრავალი ასწლეულის განმავლობაში. მხოლოდ 1 500 წლის გასვლის შემდგომ – XV საუკუნეში იქნა გამოცემული ლათინურ ენაზე არისტოტელეს ნაშრომები „ავეროესად” წოდებული გენიალური არაბი სწავლულის – იბნ რუშდის კომენტარებით. სწორედ ამ ანდალუსიელ კაცს უნდა ვუმადლოდეთ არისტოტელეს „ხელმეორედ” აღმოჩენას კაცობრიობისათვის.
პლატონის პოპულარობა რომის იმპერიის ზეობის ხანაში ცოტა არ იყოს გაფერმკრთალმა. ათენი დაეცა… რომმა კი თავად ჩამოიყალიბა საკუთარი ფასეულობები, რის გამოც ზღვისიქითა ფილოსოფოსებსა და სწავლულებს აღარ საჭიროებდა. თუმცა-კი, პლატონის სახელი დავიწყებას მაინც არ მისცემია. არც მაშინ და არც მომდევნო საუკუნეებში. განსხვავებით – არისტოტელესგან. – (ავტორი გენია.ჯი)