ედუარდ უსპენსკი – „ეპიზოდი”
ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ისეთი ადამიანი იყოს თავის ოჯახში დაუნდობელი, ცივსისხლიანი ტირანი, ვინაც საყოველთაოდ ცნობილი და ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები – „ჩებურაშკა”, „ნიანგი გენა” და „ფოსტალიონი პეჩკინი” შექმნა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) „მამაჩემი საშინლად მკაცრი კაცი იყო. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალადობდა ოჯახში. მას უბრალოდ ასეთი ურთიერთობის სისტემა გააჩნდა საკუთარი ოჯახის წევრებთან. იგი მიმართავდა როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე ფსიქოლოგიური და ემოციონალური ძალადობების მეთოდებს. ამ სასტიკ მეთოდებს მამაჩემი სისტემატიურად იყენებდა დედაჩემის, შვილების, შვილიშვილების და გერების შემთხვევაში. მას არასოდეს გამოუვლენია მამობრივი სიყვარული და სითბო ჩემს მიმართ. მიუხედავად ამისა, იგი ჩვენგან მაინც ყოველთვის იმას მოითხოვდა, რომ სხვებისათვის ბედნიერ, იდილიურ ოჯახად მოგვეჩვენებინა თავი”.
გამოჩენილი რუსი საბავშვო მწერლისა და დრამატურგის – ედუარდ უსპენსკის (1937-2018 წლები) ერთადერთი ქალიშვილის – ტატიანა უსპენსკაიას ამ წერილმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ხალხი ვერც კი წარმოიდგენდა, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე პერსონაჟების – ჩებურაშკას, ნიანგი გენასა და ფოსტალიონი პეჩკინის ავტორს ეგზომ სასტიკი ბუნება თუ გააჩნდა.
ტატიანას ნაამბობი დაადასტურა ედუარდის პირველმა ცოლმა – ელეონორა ფინინამაც. იგი სპირტიანი სასმელების მოყვარულ დესპოტ ქმარს იმ მიზეზით გაშორდა, რომ მუდმივად ფიზიკური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა მისი მხრიდან. „ესენინიც ცემდა თავის ცოლებს. ეს მეც შემიძლია, მე ხომ უსპენსკი ვარო”. – ასე გაიძახოდა თურმე ტირანი ქმარი ცოლზე ფიზიკური ძალადობის ჟამს ყოველ ჯერზე. – (ავტორი გენია.ჯი)