იცით თუ არა, რომ?!
1. სიდედრის შიშს – პანტერაფობია ეწოდება. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი ბინადარი – ლურჯი ვეშაპი, თავისი ზომისა და მასის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდ სისწრაფეს ანვითარებს ცურვის დროს. საჭიროების შემთხვევაში, ეს გიგანტური არსება 32 კილომეტრ-საათი სისწრაფით გადაადგილდება წყლის სიღრმეებში.
* * *
3. გამოჩენილი რუსი მწერლის – მიხეილ ბულგაკოვის საყვარელ ძაღლს სახელად – „ბეჰემოთი” ერქვა.
* * *
4. „თანამედროვე მოტოსპორტის სიმბოლო” – ასეთი საპატიო ტიტული აქვს მინიჭებული დიდ იტალიელ მოტომრბოლელს – ვალენტინო როსის, ვინაც ცხრაგზის მოსფლიოს ჩემპიონია სხვადასხვა კლასის მოტოციკლებით რბოლაში.
* * *
5. ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე გენიალურ ფრანგ მხატვარს – ანრი დე ტულუზ ლოტრეკს ოჯახი ყოველწლიურად კასრნახევარ ღვინოს უგზავნიდა ქალაქში მშობლიური ალბიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მეხის დაცემის შედეგად თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკანასკნელი ფაქტი – 1965 წელს იქნა დაფიქსირებული. მას შემდეგ თვითმფრინავის კონსტრუქციაში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. კერძოდ, მათზე დამონტაჟებული იქნა სპეციალური მეხამრიდების სისტემა.
* * *
7. ყველაზე დიდ და ყველაზე მძლავრ ამერიკულ საავტომობილო კომპანიას – „ჯენერალ მოტორსი” (General Motors) წარმოადგენს.
* * *
8. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორუფციის წინააღმდეგ მეტად ეფექტური საშულებები გამოიყენება. ასე მაგალითად: თუკი პოლიციის თანამშრომელს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს ჯიბეში ნაღდი ფული აღმოაჩნდება, უმალვე ანთავისუფლებენ სამსახურიდან. მუშაობის პროცესში სამართალდამცავები საკვებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს მხოლოდ და მხოლოდ მათზე გაცემული ტალონების საშუალებით იძენენ.
* * *
9. პეტრიკორი – წვიმის სურნელის ოფიციალური სახელწოდებაა.
* * *
10. ლოკოკინას – სამი წლის განმავლობაში შეუძლია გამოუღვიძებლად მიეცეს ძილს. – (ავტორი გენია.ჯი)