ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ პოსტიმპრესიონისტ-მხატვარს – ანრი დე ტულუზ ლოტრეკს (1864-1901 წლები) იმთავითვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩნდა თავისი ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებით მაინც მშობლებთან.(ავტორი გენია.ჯი) მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს, დედა – გრაფინია ადელ ტაპიე დე სელეირანი წარმოადგენდა ყოველთვის. იგი საკუთარი ვაჟიშვილის მისწრაფებას სწორედ მაშინ უჭერდა მხარს, როცა ამის წინააღმდეგ ლოტრეკის მამა – გრაფი ალფონს შარლ დე ტულუზ-ლოტრეკ-მონფა გამოდიოდა. ადელი სათანადოდ აფასებდა ანრის სახვითხელოვნობო ნიჭს და სურდა, რომ იგი „მოთხოვნადი მხატვარი” გამოსულიყო. საკუთარი მეუღლისაგან განსხვავებით, ალფონსი, ვინაც პერიოდულად ჩნდებოდა ხოლმე ანრის ცხოვრებაში, საერთოდ არ აფასებდა ვაჟიშვილის შემოქმედებას. შედეგად, მხატვარს მამასთან დაძაბული და ცივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ასეთი დამოკიდებულება მამა-შვილს სიკვდილამდე გაჰყვათ თან. მათ ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდებიც, როდესაც მამა-შვილი წლობით არ ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ალფონსი მაინც ჩავიდა იმ შატოში, სადაც მისი შვილი უკვე სულს ლევდა. თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნდა ანრის მამის მიმართ, კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილ ეპიზოდში: საწოლს მიჯაჭვულ მომაკვდავს ალფონსის დანახვისთანავე მთელი თავისი ძალისხმევა მოუკრებია და დიდი გაჭირვებით წარმოუთქვამს: „ვიცოდი მამა, რომ ჩემს სიკვდილს არ გამოტოვებდი. ბებერი სულელი!” – სამწუხაროდ, ეს ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა ამიერში. – (ავტორი გენია.ჯი)