ფილიპ დორმერ სტენჰოპი (ლორდი ჩესტერფილდი) წერდა

„თავს დავდებ, როგორ საზოგადოებაშიც არ უნდა მოხვდე, ათიდან ცხრა კაცი არ გაუშვებს შემთხვევას, ისარგებლოს ყოველი შენი მოურიდებლად და გაუფრთხილებლად წამოსროლილი სიტყვით და შეეცდება იქიდან რაიმე სასარგებლო ამოიგოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე რომ მკითხო, სხვის ტანსაცმელს უფრო ადვილად ვატარებდი, ვიდრე სხვის ნაკლს”.

* * *

„თუ კარგად გაანაწილებ დროს, ყველაფრისათვის გეყოფა დღე”.

* * *

„ნურავითარი ამან და ამან თქვაო”.

* * *

„არ იფიქრო, რომ სიტყვებით შესძლო საკუთარ ნაკლოვანებათა გაქარწყლება, ან კიდევ მეტი ბრწყინვალება მისცე შენს ღირსებებს. პირიქით, ათიდან ცხრა შემთხვევაში, პირველნი უფრო შესამჩნევნი გახდებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც ხალხს თავს უყრის, ამხედრებს კიდეც”.

* * *

„გახსოვდეს, ყოველნაირად უნდა დამალო ზიზღი ადამიანისადმი, როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს იგი, თუ არ გინდა მისი სახით გაიჩინო დაუძინებელი მტერი”.

* * *

„სულელს შეუძლია უსარგებლოდ და უაზროდ გაანიავოს იმაზე მეტი, რასაც ჭკვიანი სასარგებლო საქმისათვის აზრიანად გამოიყენებს”.

* * *

„თუ ვიღაცის მავნე რჩევას დაუგდებ ყურს და მოიხიბლები ცუდი მაგალითით, გახსოვდეს, დაღუპული ხარ”.

* * *

„აღზარდე თავი შენი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>