ნილ არმსტრონგი – „ეპიზოდი”
საკუთარი ემოციების შესაშურად მართვის გამო „ყინულოვან კაპიტნად” წოდებული NASA-ს საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი ასრონავტი - ნილ არმსტრონგი (1930-2012 წლები), ვინაც კაცობრიობის ისტორიაში პირველმა დაადგა ფეხი მთვარის ზედაპირს, ცისადმი ლტოლვის ნებით ბავშვობიდანვე იყო გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) „სიყმაწვილეში ხშირად ვლაპარაკობდით მეგობრები პილოტების შესახებ. და იშვიათად გოგონების შესახებო”, – იხსენებდა მოგვიანებით იგი. ნილის მამა, პროფესიით აუდიტის სპეციალისტი – სტივენ არმსტრონგი აუდიტორად მუშაობდა, რის გამოც მისი ოჯახი ერთ ადგილზე დამკვიდრებას დიდი ხნის განმავლობაში ვერა და ვერ ახერხებდა ერთი ადგილიდან მეორეზე ხშირი გადაადგილების გამო. ამიტომაც მოუხდა არმსტრონგების ოჯახს თოთხმეტი წლის განმავლობაში ოცამდე ქალაქში ცხოვრება. საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლილებისდა მიუხედავად, დეიზმის მიმდევარი ნილი მაინც ახერხებდა მიზნისაკენ საგულდაგულო სწრაფვას.
საფრენოსნო კოლეჯის წარმატებით დასრულებისთანავე მომავალმა ასტრონავტმა „ფრენის სერთიფიკატი” აიღო. მაშინ იგი სულ რაღაც თექვსმეტიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა. ასეთი მოვლენა არა მხოლოდ მაშინ, არამედ თანამედროვე პერიოდშიაც კი უიშვიათესია. შესაბამისად, ავტომობილის მართვის მოწმობაზე გაცილებით ადრე მან სწორედ რომ „ფრენის მართვის მოწმობა” აიღო.
„კარგ პილოტებს არ უყვართ სიარული. კარგ პილოტებს ფრენა უყვართო”, – ხშირად იმეორებდა ხოლმე ფრენაზე გაგიჟებით შეყვარებული არმსტრონგი. – (ავტორი გენია.ჯი)