სტივ ჰარვი – „ეპიზოდი”

ჯერ კიდევ სიყმაწვილეში მყოფ სტივ ჰარვის ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელმაც კარგად იცოდა თავისი მიზანდასახული მოსწავლის მისწრაფება, უწინასწარმეტყველა, რომ იგი ვერასოდეს გახდებოდა არა მხოლოდ პოპულარული, არამედ უბრალო ტელევიზიის წამყვანიც კი. (ავტორი გენია.ჯი) მასწავლებელის ამ სიტყვებმა ჰარვიზე, როგორც აღმოჩნდა, წარუშლელი კვალი დატოვა, და, როდესაც უკვე პოპულარული და ფინანსურად შეძლებული ტელეწამყვანი გახდა, იმ პედაგოგის სახელზე, ვინაც ასე მტკივნეულად დაამახსოვრა თავი ოდესღაც, ყოველ შობას თითო ახალი ტელევიზორის გაგზავნა დაიწყო. სტივ ჰარლი წლების განმავლობაში და მანამ უგზავნიდა ახალ-ახალ ტელევიზორებს ყოფილ მასწავლებელს, ვიდრე აღსასრული არ ჰპოვა ამ უკანასკნელმა. „ყოველ წელს, სანამ ჩემი მასწავლებელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მე მას ქრისტეშობის დღესასწაულებზე თითო-თითო ახალ ტელევიზორს ვუგზავნიდი საჩუქრად. მე უბრალოდ მსურდა, რომ მას ტელევიზორში დავენახე”. – განაცხადა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში პოპულარულმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>