ასტრიდ ლინდგრენი – „ეპიზოდი”
გაგიკვირდებათ და, დიდი შვედი მწერალი ქალი – ასტრიდ ლინდგრენი (1907-2002 წლები) ბავშვობიდანვე ხულიგნური გამოხდომებით გამოირჩეოდა, რითიც, სხვათაშორის, ძალიან ამაყობდნენ მოგვიანებით მისი შვილები. (ავტორი გენია.ჯი) დისციპლინასთან მწყრალად მყოფი მოზარდის, ვისთვისაც ასკეტური ცხოვრების წესი იყო მისაღები, ერთ-ერთ გასართობს – ხეზე ასვლა წარმოადგენდა. გოგონებისათვის არადამახიათებელი ეს უცნაური ჩვეულება მას მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში არ მიუტოვებია. იგი ნებისმიერ ასაკში „ლაშქრავდა” ხეებს. ლინდგრენს ხეზე ასვლის ჩვეულება არც მაშინ მოუშლია, როდესაც იგი ბებია გახდა. „მოსეს კანონი, დიდება უფალს, მოხუცებს ხეზე ასვლას არ გვიკრძალავსო”, – განუცხადებია მორიგი ხის დალაშქვრის შემდგომ ხანდაზმულ ასაკში შესულ ლინდგრენს ოჯახის წევრებისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)
ასაკოვანი ასტრიდ ლინდგრენი მორიგი ხის დალაშქვრის პროცესში