ზიგმუნდ ფროიდი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე ფსიქოანალიზმის გენიალური ავსტრიელი ფუძემდებელი – ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939 წლები), ვინაც დატოვა – 6 შვილი, 17 შვილიშვილი, 40 ფუნდამენტური ნაშრომი, 4 000 წერილი, და რომლის აშშ-ის კონგრესში დაცულ ნაშრომებს დღემდე გრიფი – „სრულიად საიდუმლო” ადევს, გერმანელი ნაცისტებისაგან განსხვავებით, დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა ბოლშევიკებში. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია ისიც, რომ სწორედ მას მიეცა უფლება თავისი თეორიები ბავშვებზე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოეცადა. შედეგად, ფროიდმა მოსკოვში გახსნა ოცდაათ ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, სადაც საბჭოთა პარტიული ელიტის შვილებს ღზრდიდნენ ავსტრიელი ფისოქოლოგის მიერ შემუშავებული პრინციპების საფუძველზე. ყველაზე ცნობილი პერსონა მათ შორის, ვინაც ფროიდის აღნიშნული „სკოლა” გამოიარა, საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინის უმცროსი ვაჟიშვილი – ვასილი სტალინი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
ვასილი სტალინი