იცით თუ არა, რომ?!
1. პირველი ადამიანი, ვინაც ევროპელებს შაქარი გააცნო და აღუწერა ძვ.წ.აღ-ით 327 წელს, დიდი ძველ ბერძენი ისტორიკოსი და მწერალი, დიოგენე სინოპელის მოსწავლე – ონექსიკრიტე გახლდათ. იგი ალექსანდრე მაკედონელს ახლდა ინდოეთის დაპყრობის მომენტში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „კოჭლ თემურად” წოდებულ საქართველოს დაუძინებელ მტერს, შუა აზიელ მხედართმათავარს – თემურლენგს მარჯვენა ხელზე ორი თითი აკლდა.
* * *
3. სულ ბუნებაში 500 სხვადასხვა სახეობის ბანანია გავრცელებული.
* * *
4. თეთრ დათვებს სირბილის პროცესში 40 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება შეუძლიათ. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეისათვის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, „პსჟ”-ს ფრანგი თავდამსხმელი – კილიან მბაპე – 36 კილომეტრს ანვითარებს საათში.
* * *
5. მსოფლიოში ყველაზე ძველი (დღემდე მოქმედი) უნივერსიტეტი – „ალ-კარაიუნი”, რომელიც მაროკოს ქალაქ ფესში – 859 წელს გაიხსნა, არაბი სწავლული ქალის – ფატიმა ალ-ფიჰრიას მიერ იქნა დაარსებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტი, ვინაც აშშ-ს სარეზერვო ოქროს საცავი მოინახულა ფორტ-ნოქსის ყველაზე დაცულ სამხედრო ბაზაზე, ფრანკლინ დელანო რუზველტი გახლდათ.
* * *
7. ფობოფობია – ფობიის შიშია.
* * *
8. შაქრის ლერწმის ზრდასრული ღერო სიმაღლით 9 მეტრს აღწევს.
* * *
9. დადასტურებული ფაქტია, რომ მამაკაცს დედაკაცზე გრძელი ენა გააჩნია. მამაკაცის ენის საშუალო სიგრძე – 8,38 სანტიმეტრია, ხოლო ქალისა კი – 7,87 სანტიმეტრი.
* * *
10. საშუალო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ადამიანი ყოველდღიურად საშუალოდ – 22 ათასჯერ ჩაისუნთქვას ჰაერს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *