ბალიში – „ეპიზოდი”
ისტორიული დოკუმენტების თანახმად ირკვევა, რომ ბალიშის მოხმარება ადამიანმა ჩვ.წ.აღ-მდე 7 000 წლის წინათ დაიწყო უძველეს მესოპოტამიაში (თანამედროვე ერაყის ტერიტორია). თავდაპირველად ბალიში ქვისგან მზადდებოდა და მის დანიშნულებას ადამიანისთვის კომფორტული გარემოს შექმნა ნამდვილად არ წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ბალიშის ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ ძილის დროს ადამიანს თავი დაეცვა პირისა და ყურის ღრუებში მწერების შემთხვევითი მოხვედრისაგან. ქვის ბალიშები იმთავითვე ძვირადღირებულ ნივთებს წარმოადგენდნენ, რის გამოც მათ ძირითადად შეძლებული ხალხი მოიხმარდა.
ბალიშს თავისი „ფასი” არც საუკუნეების გასვლის შემდგომ დაუკარგავს. თუმცა-კი, მისი დამზადება უკვე სხვა სახეობის მასალებისგანაც დაიწყო კაცობრიობამ. ასე მაგალითად: ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის – ჰენრი VIII ტიუდორის მმართველობის ჟამს მოდაში შემოვიდა – რბილი ბალიშები. თუმცა „ნისლიან ალბიონზე” ისინი ძალიან იშვიათ და ერთობ ფასეულ ნივთებს წარმოადგენდნენ. ის კი არადა, მდიდრული რბილი ბალიშები ადამიანის სოციალური სტატუსის ერთ-ერთ განმსაზღვრელ საშუალებადაც იყო მიჩნეული. იმის გამო, რომ რბილი ბალიშით სარგებლობა მხოლოდ მეფის პრივილეგიად ქცეულიყო, ჰენრიმ სპეციალური განკარგულება გამოსცა. აღნიშნული განკარგულების თანახმად, მათი გამოყენება ეკრძალებოდა ყველას განურჩევლად მათი სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსისა და მდგომარეობისა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ინგლისელმა მონარქმა ერთი გამონაკლისი მაინც დაუშვა ამ შემთხვევაში. იმავე განკარგულებით, რბილი ბალიშების გამოყენების პრივილეგიით, გარდა მეფისა, აღიჭურვნენ – ორსული ქალბატონებიც. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი VIII ტიუდორი