ევერესტი – „ეპიზოდი”

„სამყაროს ჭერად” წოდებულ დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე – ევერსეტზე არსებული უმკაცრესი კლიმატი ყოველი სულდგმულისათვის საფრთხეს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) იქ ბატონობენ საშინელი ქარები, რომელთა სიჩქარე ხშირად უტოლდება 80 მეტრ-წამს საათში. თხელი ატმოსფეროს გამოისობით სუნთქვისათვის საჭირო ჟანგბადი არასაკმარისია. ჯომოლუნგმაზე ზამთარში ტემპერატურა -60 ცელსიუსამდე ეცემა, ხოლო ზაფხულში კი მაქსიმალური „სითბო” -19 ცელსიუსს შეადგენს. ასეთი აგრესიული კლიმატის გამოისობით, ევერესტის მწვერვალზე მხოლოდ ხავსები და ლიქენები ხარობენ (სულ მათი 30 სახეობა). ფლორის წარმომადგენელთა უდიდესი უმრავლესობა ზღვის დონიდან 4 700 მეტრ სიმაღლემდე გვხვდება, თუმცა არიან ისეთი სახეობებიც, რომლებიც გაცილებით მეტ სიმაღლეზე ახერხებენ სულდგმულობას. ამ მხრივ რეკორდსმენებს წარმოადგენენ – ჟუნჟრუკი, ედელვაისი და ჰიმალაური ცისფერი ყაყაჩო. ისინი ზღვის დონიდან 6 000 მეტრ სიმაღლემდე გვხვდებიან „სამყაროს ჭერად” წოდებულ დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალზე.

გარდა ფლორის წარმომადგენლებისა, ასეთ ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ფაუნის რამდენიმე წარმომადგენელიც ბინადრობს. ჰიმალაური ობობა – ერთადერთი სახეობაა სხვა ცოცხალ ორგანიზმებს შორის, რომელსაც ევერესტის უმკაცრეს კლიმატურ პირობებში ძალუძს მუდმივად ცხოვრება და განაყოფიერება-გამრავლება. ალბათ ამიტომაცაა მისი ლათინური სახელწოდება – „Euophrys omnisuperstes”, ანუ თარგმანით – „ყველაზე მაღლა მდგომი”. გარდა ჰიმალაური ობობისა, ევერესტის ფერდებზე ასევე გავრცელებულია – ბატკანძერი (მტაცებელი ფრინველი), მთის ბატი, ალპიური ჭკა და ჰიმალაური ჯიხვი.

ევერესტის სახელთან ასევე დაკავშირებულია ლეგენდარული გადმოცემები „თოვლის კაცის” – „იეტის” შესახებ. ადამიანებმა მისი უზარმაზარი ნაკვალევი კი აღმოაჩინეს, თუმცა თავად არასოდეს შეხვედრიან მას. – (ავტორი გენია.ჯი)

ედელვაისი

ჰიმალაური ობობა

ბატკანძერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>