სანდრო ბოტიჩელი – „ეპიზოდი”
აღორძინების ეპოქაში მოღვაწე გენიალური იტალიელი მხატვრის – ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპის (1445-1510 წლები), იგივე - სანდრო ბოტიჩელის ცხოვრების ისტორია საერთოდ არ ჰგავს რენესანსის ეპოქის სხვა ტიტანთა ცხოვრების ისტორიებს. (ავტორი გენია.ჯი) ლეონარდო დავინჩისა და ტიციანო ვეჩელისაგან განსხვავებით, ის არასოდეს ყოფილა მცირეწლოვანი გენიოსი. ჯორჯო ვაზარის გადმოცემით, მხიარული და უდარდელი ბუნების მქონე სანდრო ბავშვობაში სიზარმაცით გამოირჩეოდა. არ უყვარდა კითხვა და არ ინტერესდებოდა მათემატიკით. სახვით ხელოვნებასაც სრულწლოვანმა მიჰყო ხელი. იგი 19 წლის ყმაწვილკაცი გახლდათ, როდესაც პირველად მიაბარა მამამ ფრა ფილიპო ლიპისთან სახვითი ხელოვნების შესასწავლად (მოგვიანებით, ბოტიჩელი თავად იქცა ფრა ფილიპო ლიპის ვაჟის მასწავლებლად, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს). უზარმაზარ ჰონორარებს ყაირათიანი მიქელანჯელოსაგან განსხვავებით, უდარდელად ფლანგავდა მადონების დიდოსტატურად მხატვარი გენიოსი. შეკვეთები და ჰონორარები მას მართლაც რომ არ აკლდა: ბოტიჩელის სამხატვრო სტუდია ყოველთვის სავსე იყო შემკვეთთა ბრბოებით. დროთა განმავლობაში საუკეთესო ფლორენციელ მხატვრად აღიარებულმა ხელოვანმა მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟული შეკვეთების მიღებას მიჰყო ხელი, თუმცა ამით მის ჰონორარებს არაფერი დაკლებიათ.
გავიდა და შეიცვალა დრო…
საყვარელი ძმის – ჯოვანის სიკვდილმა და ხელისუფლების ცვლილებამ მის კარიერაზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ბოტიჩელს თავისი დიდებიდან კვალიც კი აღარ დარჩენია. იგი ყველამ უარყო, როგორც მხატვარი. ამიტომაც განვლო რენესანსის ეპოქის ერთ-ერთმა ტიტანმა სრულ მარტოობაში თავისი უკანასკნელი დღენი. – (ავტორი გენია.ჯი)