ოსკარ უაილდი – „ეპიზოდი”

სკანდალურად ცნობილი დიდი ირლანდიელი ლიტერატორი – ოსკარ უაილდი (1854-1900 წლები) მშვენიერების განსაკუთრებულად მოტრფიალე ესთეტს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) და ეს ყოველივე კარგად ვლინდებოდა არა მარტო მის დენდურ სამოსში… უაილდის მდიდრული სახლის სიახლოვეს ხშირად მათხოვრობდა ხოლმე ძონძებით მოსილი ერთი საწყალი ბერიკაცი. ასეთ ფორმაში მისი ხილვა ესთეტიკის მოყვარულ ოსკარს ყოველთვის აღიზიანებდა. უაილდის მოსაზრებით, ძაღლთუმადური საწუთროსაგან განაწამები კაცის შემოძონძილი ტანისამოსი ოსკარის მდიდრულ სახლთან არსებულ მშვენიერ ხედს ჩრდილს აყენებდა. იმისათვის, რომ მოწყალების მთხოვნელი ბერიკაცი როგორმე მისი სახლის წინ არსებული მშვენიერი გარემოსათვის ესთეტიკურად შეერწყა, სახელოვანმა მწერალმა ადგილობრივ თერძს ყველაზე ძვირადღირებული ტანისამოსის შეკერვა შეუკვეთა. შეკერილი ტანისამოსი მან დიდსულოვნად აჩუქა უსახლ-კარო ბერიკაცს, ვისაც შემდეგში აღარასოდეს არ მიუყენებია ჩრდილი თავისი გახუნებული და ძველმანი ტანისამოსით მწერლის სახლის მშვენიერი ხედისა და გარემოსთვის. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>