ანზორ აბულაშვილი – „ერთობა”

საბა, ლევან და გიორგი,

ლადო, ზაზა თუ ვეფხია –

ტარიელ-ავთანდილივით

ერთურთს რომ გადახვევია,

მაშინვე გაქრა, მოისრა,

მუხას რომ მუმლი ეხვია;

მათი ძმობა და ერთობა

ქაჯთა ციხისთვის მეხია…

* * *

სულ მტვრად აქცევენ,

რაც დუშმანს

დაუქად-დაუკვეხია.

კომენტარის დატოვება