სერგეი ესენინი – „ეპიზოდი”

სკანდალურად ცნობილი დიდი რუსი პოეტი-იმაჟინისტი – სერგეი ესენინი (1895-1925 წლები), ვინაც „სამზეოზე” პირველად ასევე სკანდალურად ცნობილმა გრიგოლ რასპუტინმა გამოიყვანა (ეს უკანასკნელი გარკვეული ხნის განმავლობაში მფარველობდა მას), ხშირად მოიხმარდა სპირტიან სასმელებს. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორის ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა იგი რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი არ ფხიზლდებოდა. ნაბახუსევზე ესენინი საშინლად გრძნობდა თავს, რის გამოც ისევ და ისევ ალკოჰოლს ეტანებოდა. ამიტომაცაა თავისი გენიალური ლექსების დიდი ნაწილი შეზარხოშებულს რომ აქვს დაწერილი. თავდაპირველად სერგეი მხოლოდ და მხოლოდ 2 რესტორანს სტუმრობდა. შემდგომში კი იგი ყველა ბარ-რესტორანის ხშირი სტუმარი გახდა. საქეიფო დაწესებულებაში მყოფ მთვრალ პოეტს ერთი უცნაური თვისება ახასიათებდა: იგი ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ადიოდა მუსიკოსებისათვის განკუთვნილ სცენაზე და თავისი ლექსების წაკითხვას იწყებდა დამსწრე საზოგადოების წინაშე. მიუხედავად სიმთვრალისა, შეზარხოზებული ესენინი მაინც ამაღელვებლად და ლამაზად კითხულობდა თურმე ლექსებს. იგი იმდენად ღრმა ემოციაში შედიოდა ლექსების კითხვის პროცესში და იმდენად დიდ ენერგიას ახმარდა მათ წაკითხვას, რომ კითხვის დასრულებისას უკვე აბსოლუტურად ფხიზელი გამოიყურებოდაო, – აღნიშნავდნენ ესენინის თანამეინახეები.

გარდა ალკოჰოლისადმი მისწრაფებისა, მის მომდევნო მავნე ჩვევას თამბაქოს მასიური მოხმარებაც წარმოადგენდა. სერგეის საყვარელ სიგარეტს – „საფო” წარმოადგენდა, რომელსაც იმაჟინისტი პოეტი საკმაოდ დიდი ოდენობით მოიხმარდა. ესენინი კოკაინის მიმართაც არ ყოფილა გულგრილი. მის ცხოვრებაში იყო დრო, როცა იგი დამოკიდებულიც კი გახლდათ მასზე. კოკაინი კოკაინად და, ხულიგნური გამოხდომებით ცნობილი რუსი ხელოვანი ხშირად ეწეოდა ჰაშიშსაც.

ასე იყო თუ ისე, ესენინს ლამაზი თაყვანისმცემელი ქალები მაინც არ აკლდა. „ყოველგან და ყოველ დროში, კარგი, კეთილი გოგონები ჭკუას ჰკარგავდნენ ხულიგან ტიპებზე. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიცო”, – ხშირად იმეორებდა ხოლმე ესენინი ახლობელთა წრეში. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>