ადოლფ საქსი – „ეპიზოდი”
საქსოფონის საყოველთაოდ ცნობილი ბელგიელი გამომგონებელი და მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინერი - ადოლფ საქსი (1814-1894 წლები) მრავალშვილიანი მშობლების უფროსი ვაჟიშვილი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) შარლ-ჟოზეფსა და მარი-ჟოზეფს 6 ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავდათ. ადოლფის მამა მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებდა და დიდი წარმატებითაც იკვეხნიდა ამ საქმეში: გადაცემული ჰქონდა მრავალი ჯილდო, მათ შორის მედლები და დიპლომები. შარლ-ჟოზეფის კარიერა წარმატებით კი ვითარდებოდა, სამაგიეროდ… მის ოჯახში მართლაც რომ ბოროტ ბედს დაედო ბინა – 7 შვილი საქსების წყვილმა ჯერ კიდევ სიყმაწვილის ასაკში დაკარგა. მერვე ალბათ თავად ადოლფი იქნებოდა, რომ არა მისი განსაკუთრებული იღბალი. ფეხზე სიარულის სწავლისთანავე პატარა ადოლფი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. ბავშვს ისეთი ძალით ჰქონდა თავი დარტყმული დაბლა დაცემისას ქვის საფარზე, რომ იგი გარდაცვლილი ეგონათ. საბედნიეროდ, ბავშვი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა; სამი წლის ასაკში მყოფმა მამის სამუშაო კაბინეტში გოგირდის მჟავიანი ქილა აღმოაჩინა. მან, რომელმაც არაფერი იცოდა გოგირდის მჟავის მავნებლობის შესახებ, ქილიდან სითხე დალია. ამ შემთხვევაშიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს პატარა ადოლფი. საბედნიეროდ, ქილაში არსებული სითხე სუსტად იყო გაჯერებული გოგირდის მჟავით; მოგვიანებით გადაყლაპა ქინძისთავი; 11 წლის ასაკში დაავადდა წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებით, რა დროსაც იმდენად გაურთულდა ავადმყოფობა, რომ ბავშვი 9 დღის განბმავლობაში კომაშიც კი იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ადოლფს ბავშვობის ჟამს დენთის აფეთქების შედეგად მიყენებული დამწვრობაც გააჩნდა. ერთხელ დახრჩობას გადაურჩა მდინარეში. იგი ბოლო მომენტში გადაარჩინეს მაშველებმა; ერთხელ კიდევ აგური დაეცა თავში, რამაც ტვინის შერყევა დამართა; სამჯერ საშინლად მოიწამლა… „ჩვენი შვილი განწირულია უბედურებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა მან დიდხანს იცოცხლოსო”, – უთქვამს კიდეც ოდესღაც სასოწარკვეთილ დედას ქმრისთვის. საბედნიეროდ, საბოლოო ჯამში, საქსმა ყველა თავისი ძნელბედობის პერიოდი გადალახა და მუსიკალური ინსტრუმენტების ერთ-ერთ უდიდეს გამომგონებლადაც ჩამოყალიბდა. – (ავტორი გენია.ჯი)