კარავაჯო – „ეპიზოდი”
XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი რეფორმატორი - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო (1573-1610 წლები) მართლაც რომ „ბედის ნებიერას” წარმოადგენდა. მას შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა და მიუხედავად ამისა, მაინც გამოუვალი მდგომარეობებისა და სასოწარმკვეთი სიტუაციებისადმი მიდრეკილებით იჩენდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) სულ რაღაც 26 წლის წლის ასაკში მყოფმა მხატვარმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა. მის მიერ შექმნილი სურათების ხელში ჩაგდებაზე ნამდვილი ნადირობა და ტაციაობა იყო გაჩაღებული ხელოვნების მოყვარულებსა და კოლექციონერებში. კარავაჯოს შესახებ საუბრობდნენ რომის ყველაზე მდიდარ ოჯახებში. მას შეკვეთებს აძლევდა თვით რომის კათოლიკური ეკლესია. ასეთი მოვლენა კი ნებისმიერი მხატვრისათვის ოცნებად იყო გადაქცეული, რადგან რომის კათოლიკურ ეკლესიასთან გაფორმებული კონტრაქტები კარავაჯოს არა მხოლოდ დიდებასა და დიდ ფულს ჰპირდებოდა, არამედ უკვდავებასაც კი. და, რაც უფრო მეტად უვარდებოდა სახელი გენიალურ მხატვარს, მით უფრო გამომწვევი ხდებოდა მისი საქციელები. ასე მაგალითად: ერთ მშვენიერ ღამეს დრონატარები კარავაჯო ქუჩაში ღამის გუშაგმა გააჩერა და საბუთების წარდგენა მოთხოვა. კარავაჯომ იუკადრისა ის, რომ კაპიტანმა მასში საყოველთაოდ ცნობილი მხატვარი ვერ ამოიცნო და ამით გაღიზიანებულმა თავისი საბუთები ღამის გუშაგს შემდეგი სიტყვის თანხლებით გაუწოდა: „აჰა, თქვენ, ჩემი საბუთები და უკანალზე აიფარეთო”.
საბოლოო ჯამში, კარავაჯო თავისივე უხიაგმა და დაუდგრომელმა ხასიათმა აქცია არაერთი სასამართლო დავის უშუალო მონაწილედ და მშობლიური ქალაქიდან დევნილად. კაცს, რომელსაც ყველაფერი შეეძლო ერთ დროს, ახლა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაც კი სანატრელი გახდენოდა. თუმცა ამაში იგი საკუთარი თავის გარდა მართლაც რომ ვერავის ვერ დაადანაშაულებდა. – (ავტორი გენია.ჯი)