მდინარე დუნაი – „ეპიზოდი”

მდინარე დუნაი, რომელიც ევროპის ათ სახელმწიფოში მიედინება, რუსეთის „დედა-მდინარედ” წოდებული – ვოლგის შემდეგ ყველაზე გრძელ მდინარედ არის მიჩნეული ევროპაში (სიგრძე – 2 860 კილომეტრი). გარკვეული ხნის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე დიდი მდინარის სიღრმე ზოგიერთ ადგილებში – 178 მეტრს აღწევდა. (ავტორი გენია.ჯი) ამასვე ადასტურებდა რამდენიმე ადრეული საგაზეთო სტატიაც, თუმცა მათში მითითებული არ იყო ის ადგილები, სადაც დუნაის სიღრმე 178 მეტრს უტოლდებოდა. შედეგად, წარმოიშვა ეჭვი მისი მაქსიმალური სიღრმის ირგვლივ. ხანგრძლივი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ეს ციფრი არარეალური იყო, რადგან მეცნიერებს ასეთი სიღრმე კვლევების პროცესში არსად არ შეხვედრიათ. სამაგიეროდ, დადგენილი იქნა, რომ ევროპის უმსხვილესი სამდინარო მაგისტრალის მაქსიმალური სიღრმე – 82 მეტრს არ აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, მდინარე დუნაი მაინც ყველაზე ღრმა მდინარეს წარმოადგენს ევროპის კონტინენტზე. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის, ევრაზიის კონტინენტის ყველაზე ღრმა მდინარედ ჩინეთში არსებული „გრძელ მდინარედ” წოდებული – იანძია მიჩნეული, რომლის მაქსიმალური სიღრმე – 200 მეტრია.

დუნაი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>