მიხეილ კუტუზოვი – „ეპიზოდი”
„მეფის მსახურად და ჯარისკაცთა მამად” წოდებული სახელგანთქმული რუსი მხედართმთავარი - მიხეილ კუტუზოვი (1745-1813 წლები), ვინაც უკიდურეს განსაცდელში ჩავარდნილი სამშობლო გავეშებული ნაპოლეონის არმიისაგან იხსნა თავის დროზე, „ქალთმოყვარეობით” გამორჩეულ პერსონას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ რომ ქალთმოყვარეობა გახლდათ მიზეზი იმისა, რამაც მას დროთა განმავლობაში თვისებად ჩამოუყალიბა სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას თან ეახლა რამდენიმე მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ლამაზმანი. „კუტუზოვის სამხედრო-საველე ცოლები” – ასე მოიხსენიებდნენ რუსი მხედავრთავრის „ამალის” წევრ ქალბატონებს იმ პერიოდში. ცნობილია ისიც, რომ ლაშქრობის ჟამს ისინი ყოველთვის კაზაკთა ტანისამოსით მოსილნი დაჰყვებოდნენ კუტუზოვს. ეს თვისება მიხეილს ჯერ კიდევ ოსმალებთან ომის დროს გამოუმუშავდა. მას იგი არც სამამულო ომის პერიოდში მოუშორებია თავიდან. ასე მაგალითად: ტარუტინის სამხედრო ბანაკში ყოფნის ჟამს კუტუზოვის „ჰარამხანა” ორი მშვენიერი გარეგნობის მქონე ყმა გოგონასგან შედგებოდა.
კუტუზოვის „გატაცების” შესახებ ინფორმაცია ფართოდ იყო გავრცელებული ჯარში. როდესაც აღნიშნული გარემოება ოფიციალურად მოახსენეს რუსეთის არმიის გენერალს – ბოგდან კნორინგს, მან საპასუხოდ შემდეგი რამ განაცხადა: „ეს ჩვენი საქმე არ არის!”
P.S. ამ მხრივ კუტუზოვი მართლაც რომ „დაიჩრდილა” კოლეგა ფელდმარშალის – პეტრე რუმიანცევის მხრიდან. მისი სალაშქრო „ჰარამხანა” მიხეილის „ჰარამხანისაგან” განსხვავებით, მუდმივად ოთხი ქალისაგან იყო დაკომპლექტებული. – (ავტორი გენია.ჯი)