ჯონ უილიამ გოდვარდი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვარი – ჯონ უილიამ გოდვარდი (1861-1922 წლები) თავის საოცნებო ქალს იტალიაში ტურნეს დროს გაეცნო 1905 წელს. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად ფერმწერის შემოქმედებაში ამ უჩვეულო სილამაზის მქონე ქალის გამოსახულება. (ავტორი გენია.ჯი) „ტკბილი მოგონებები” – ასე უწოდა მან იმ ტილოს, რომელზეაც გოდვარდმა მისთვის საოცნებო ქალის პორტრეტი პირველად გამოსახა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა პროფესიონალი მოდელი უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვა მხატვრებთანაც თუ ასრულებდა მენატურის ფუნქციას, დღემდე დაუდგენელია.
რამდენიმე ხანში მხატვრისა და მენატურის წყვილს შორის სასიყვარულო რომანი გაიბა. 1908 წელს ჯონი მასთან ერთად გაემგზავრა ლონდონში, თუმცა იქ ცხოვრება გოგონასათვის არ აღმოჩნდა სასიამოვნო, რის გამოც 1912 წელს მან ინგლისი დატოვა და სამშობლოს მიაშურა. სიყვარულისგან თავდავიწყებული გოდვარდიც მას გაჰყვა… ყველას უკითხავად… ოჯახის უჩუმრად…
დედოფალი ვიქტორიას მმართველობის ეპოქაში „ნისლიან ალბიონზე” ერთობ ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვი კონსერვატიულ ბრიტანულ ნორმებსა და მორალს, რის გამოც ინგლისელი მხატვრის ქმედებამ საზოგადოება მისდამი მეტად უარყოფითად განაწყო. კიდევ უფრო შოკში ჩავარდა გოდვარდის ოჯახი. შვილის უდიერმა საქციელმა იმდენად განარისხა ჯონის დედა, რომ მან მთელ თავის სანათესაოს აუკრძალა საკუთარი ვაჟის სახელის ხსენებაც კი. მისი ხსოვნა სამარადჟამოდ რომ წაეშალა ოჯახის მეხსიერებისგან, გამწარებულმა ქალმა სახლში არსებული გოდვარდის ყველა ფოტო და ყველა მისი ნამუშევარი გაანადგურა. ამიტომაც არ შემორჩა დღეისათვის ერთადერთი ავტოპორტრეტის გარდა არც ერთი მისი ფოტოსურათი.
საკუთარ ოჯახთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა თავად ფერმწერმაც.
გოდვარდისათვის ბედისწერად ქცეული ლამაზმანი, ვის გამოც მან სამშობლო და ოჯახი მიატოვა, იტალიაში დაბრუნების შემდგომ სადღაც გაუჩინარდა. და გაუჩინარდა ისე, რომ ელემენტალურად, მისი სახელიც კი არ შემორჩენია ისტორიას. – (ავტორი გენია.ჯი)
ქალი, ვის გამოც მიატოვა გოდვარდმა სამშობლო და ოჯახი