კამილ მოკლერი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის დასაწყისში ფრანგულ ფერწერაში პირველად გამოჩნდა – ფოვიზმის მიმდინარეობა. თუმცა სახვითი ხელოვნების მოყვარულებსა და კრიტიკოსებში მან მოწონება ვერ ჰპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, ბევრ მათგანს საშინლად სძულდა კიდეც იგი. სადაც ფოვიზმი არ უყვარდათ, პატივს არ სცემდნენ არც ფოვიზმის მიმდევარ მხატვრებს. ამიტომაც უწოდა მათ კრიტიკოსმა ლუი ვოქსელმა – „ფოვები”, ანუ „გარეული მხეცები” თავის დროზე. სხვა მრავალი ცნობილი ადამიანის მსგავსად, ფრანგულ ფერწერაში ახლადდამკვიდრებული მიმდინარეობის მძაფრი კრიტიკით ასევე გამოირჩეოდა ცნობილი ფრანგი პოეტი – კამილ მოკლერი (1872-1945 წლები). მას შემდეგ, რაც იგი პირველად დაესწრო ფოვისტების ნამუშევართა გამოფენას, ისე რომ არავის მორიდებია, იქვე საჯაროდ გამოხატა თავისი აღშფოთება: „ეს გახლავთ საღებავებით სავსე ქოთანი, რომელიც ფოვისტებმა საზოგადოებას სახეში გვთხლიშესო”. – (ავტორი გენია.ჯი)