ჯონ ელვესი – „ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა – ჯონ ელვესმა (1714-1789 წლები), ვინაც თავისი დროის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს წარმოადგენდა ქვეყანაში, უკიდურესი და, შეიძლება ითქვას, ექსცენტრიული სიძუნწით გაითქვა სახელი თანამემამულეებში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა, რომ რესპექტაბელური ოჯახის შვილი იმთავითვე უზარმაზარი ქონების მემკვიდრე გახდა, თავისი გარეგნული იერით, ჩაცმა-დახურვის ღარიბული სტილითა და ძუნწი საქციელებით საცხოვრებელი ადგილის არ მქონე ადამიანს მოაგონებდა კაცს. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, ეს უძუნწესი კაცი მუდმივი ხმარებისაგან გაცვეთილი ტანსაცმლით იმოსებოდა. მისი საკვები მენიუ კი არაფრით გამოირჩეოდა დაბალი სოციალური ფენის ადამიანების საკვები მენიუსაგან. ეგზომ მდიდარი ინგლისელი პოლიტიკოსი ეკონომიის მიზნით, საღამო ხანს სანთლებს თითქმის არასოდეს არ ანთებდა სახლში, რის გამოც ღამეების გატარება სრულ წყვდიადში უხდებოდა ნებაყოფლობით. გარდა ამისა, ზამთრობით, შეშის ეკონომიისვე მიზნით, არ აჩაღებდა ბუხარსაც, რასაც საბოლოო ჯამში იგი ემსხვერპლა კიდეც. 1789 წლის 26 ნოემბრის სუსხიან დილას – ჯონ ელვესი თავის მდიდრულ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ელვესმა გაყინვის შედეგად განუტევა სული.
ამბობდნენ, რომ ჯონს ასეთი პათოლოგიური სიძუნწე საკუთარი დედისგან დაჰყვაო. დედისგან, რომელიც თავის დროზე, საკვების დაზოგვის მიზნით წარმოებულ ეკონომიას უმსხვერპლია. ემი ელვესი შიმშილს მოუკლავს. – (ავტორი გენია.ჯი)