საროსკიპოების ისტორიიდან – „ეპიზოდი”

XII საუკუნის მეორე ნახევრისათვის თითქმის ყველა პრესტიჟულ ევროპულ ქალაქში ფუნქციონირებდა საროსკიპოები. პირველი ასეთი სახის მქონე დაწესებულება ოფიციალურად გახნილი იქნა გერმანიის ქალაქ აუგსბურგში 1273 წელს. (ავტორი გენია.ჯი) აუგსბურგის შემდგომ საროსკიპომ ავსტრიის უმშვენიერეს დედაქალაქ ვენაშიც დაიწყო ფუნქციონირება 1278 წელს. 1293 წელს კი იგი შვეიცარიის ქალაქ ბაზელშიც გაიხსნა. 1309 წელს პოლონეთის ქალაქ შჩეცინში პირველი კვარტალი გაჩნდა „წითელი ფარნებისა”. მაშინ აღნიშნულ კვარტალს „ქალების ქუჩის” სახელით მოიხსენიებდნენ და იქ რამდენიმე საროსკიპო იყო ერთდროულად განთავსებული. საინტერესოა ის გარემოება, რომ საროსკიპო სახლების გახსნის ნებართვა საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაცემული იქნა ადგილობრივი ეპისკოპოსის ბრძანების საფუძველზე. ამბობენ იმასაც, რომ XVI საუკუნეში რომის პაპის ფურია საროსკიპოებიდან ლეგალურად იღებდა უზარმაზარ შემოსავლებსო. კერძოდ, 20 ათას ოქროს დუკატს ყოველწლიურადო.

პროსტიტუცია ლეგალური გახლდათ გერმანიის ქალაქ ვიურცბურგსა და შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, რომლებშიაც ერთ მეტად უჩვეულო ტრადიციას ჰქონდა ჩაყრილი საფუძველი. აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციები წლების განმავლობაში ირჩევდნენ ეგრეთ წოდებულ „თავისუფალ ქალთა ხელმძღვანელებს”, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, ყველა მეძავის სახელით „ერთგულების ფიცი” მიეცათ თავიანთი ქალაქების მაგისტრებისათვის. ასეთ შემთხვევებში ისინი მშობლიურ ქალაქებს ჰპირდებოდნენ, რომ „პატიოსნად” აღასრულებდნენ თავიანთ „მოვალეობებს” და ღირსეულ წვლილს შეიტანდნენ მათ განვითარებაში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>