ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”
არასტაბილური ფსიქიკის მქონე დიდმა ამერიკელმა ლიტერატორმა - ედგარ ალან პომ (1809-1849 წლები) თავისი უხიაგი ხასიათის გამო, რომელსაც იგი სიმთვრალეში იჩენდა განსაკუთრებით, უამრავი მეგობარი და ახლობელი დაკარგა. (ავტორი გენია.ჯი) სპირტიანი სასმელებით გონებაარეული მწერალი ყველას ეჩხუბებოდა, რის გამოც მასთან ურთიერთობისაგან ბევრი ადამიანი იკავებდა თავს. გამუდმებულმა ალოკოჰოლიზმმა ლიტერატორის ოჯახი სრულ ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ედგარს ავადმყოფი ცოლისათვის წამლის საყიდელი ფულიც აღარ გააჩნდა. იგი უფულობის გამო ვერც სახლს ვერ უთბობდა ტუბერკულიოზით დაავადებულ ვირჯინიას ზამთრის ცივ დღეებში. ამის გამო, ედგარი თავისი გასაცოდავებული მეუღლის გაყინულ ხელებს საკუთარ ხელებში მოიქცევდა ხოლმე და ასე უთბობდა მათ.
ვირჯინია 1847 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.
მეუღლის უდროოდ გარდაცვალებამ პო სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მან კიდევ უფრო მოუხშირა ალკოჰოლის მოხმარებას, თუმცა მოუკლო ძილს. გარდა ამისა, ლიტერატორი თითქმის საერთოდ აღარ მოიხმარდა საჭმელს.
1849 წლის 3 ოქტომბერს კომაზოტურ მდგომარეობაში მყოფი ედგარი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. როდესაც იგი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს, გაირკვა, რომ მას სხვისი ტანსაცმელი ეცვა და ვერ იხსენებდა საკუთარ სახელსა და წარმომავლობას. საავადმყოფოს პალატაში განუვითარდა ჰალუცინაციები. ხშირად ახსენებდა თავისი მეუღლის – ვირჯინიასა და ვიღაც რეინოლდსის სახელებს. ამ უკანასკნელის ვინაობა, ისევე, როგორც პოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზები, დღემდე დაუდგენელია. სტაციონარში გადაყვანიდან მეოთხე დღეს ედგარ ალან პომ სული განუტევა. მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა – „უფალო, მიიღე სული ჩემი!”
საბოლოოდ გაუბედურებული დიდი ამერიკელი ლიტერატორის დაკრძალვას რამდენიმე ადამიანი დაესწრო. საშინელი ამინდის გამოისობით, მღვდელს დაკრძალვის შესაბამისი რიტუალის წესისამებრ აღსრულებაც კი დაზარებია და შედეგად, სულ რაღაც სამიოდე წუთში მორჩენილა ყველაფერს.
სამწუხაროდ, ასე უსახელოდ იქნა გაცილებული უკანასკნელ გზაზე „თანამედროვე მისტიკის მამად” წოდებული – ედგარ ალან პო. – (ავტორი გენია.ჯი)