სეტყვა – „ეპიზოდი”
სეტყვის მოსალოდნელ დაწყებას ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ადამიანები ერთმანეთს ზარების რეკვითა და ზარბაზნებიდან გასროლით ამცნობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ეს მეთოდი მოსახლეობას შანსს უტოვებდა, როგორმე გადაერჩინა დასეტყვა-განადგურებისაგან წლის ნაამაგარი ჭირნახული. მაგრამ საეჭვოა, ისეთ საშინელ სეტყვას, როგორიც 1986 წელს დაატყდა თავს ბანგლადეშის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ქალაქ – გოპალგანჯს, რაიმე გადარჩენოდა. აღნიშნული მოვლენა ყველაზე მსხვილ და ყველაზე გამანადგურებელ სეტყვის სტიქიად არის მიჩნეული დღემდე. იმ ავადსახსენებელ დღეს გოპალგანჯში მოვიდა სეტყვა, რომლის თითოეული სეტყვის მარცვალი საშუალოდ ერთ კილოგრამს იწონიდა. შენობა-ნაგებობების დაზიანებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სამწუხაროდ, მაშინ ბანგლადეშურ ქალაქში განვითარებულ საშინელ სტიქიას – 92 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თითოეული მათგანი სეტყვის უზარმაზარმა მარცვლებმა იმსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)