ანტონ რუბინშტეინი – „ეპიზოდი”
„პატარა არასოდეს ვყოფილვარო”, – ხშირად უყვარდა ხოლმე თქმა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ რუს კომპოზიტორსა და პიანისტს – ანტონ რუბინშტეინს (1829-1894 წლები). და მართლაც, იგი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული – ვუნდერკინდი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ბეთჰოვენისა და მოცარტისაგან განსხვავებით, რომელთა მუსიკალურ განმანათლებადაც თავ-თავიანთი მამები იყვნენ ქცეულნი, რუბინშტეინის მუსიკალურ განათლებაზე დედა – კარელია რუბინშტეინი ზრუნავდა. მისი აღმზრდელობითი მეთოდიკა შემდეგში მდგომარეობდა: დილის 6 საათზე ანტონის გაღვიძება და ყოველდღიური მრავალსაათიანი მეცადინეობები მუსიკალურ ხელოვნებაში გასაღებით სპეციალურად დაკეტილ ოთახში. გარდა ამისა, კარელია პატარა ვაჟიშვილის მიმართ ფიზიკური დასჯის საშუალებებსაც მიმართავდა. განსაკუთრებით, გამათრახებას. როგორც აღმოჩნდა, დედის აღმზრდელობითმა მეთოდმა სასურველი შედეგი მალევე გამოიღო: 10 წლის ასაკში მყოფმა რუბინშტეინმა თავისი პირველი ევროპული ტურნეს დროს სახელოვანი უნგრელი კომპოზიტორის – ფერენც ლისტის აღფრთოვანება მოახერხა თავისი მუსიკალური ტალანტით.
მუსიკალური განათლება მუსიკალურ განათლებად და, ანტონს სხვა საგნებისთვის დრო თითქმის არასოდეს რჩებოდა. სკოლაში იგი არ დადიოდა, კერძო მასწავლებლების დაქირავებისთვის კი ოჯახს ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნდა. „წერა-კითხვაც კი ჩემდაუნებურად ვისწავლეო”, – აღიარებდა მოგვიანებით რუსული კონსერვატორიის ფუძემდებელი ხელოვანი. – (ავტორი გენია.ჯი)