ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც 1802 წელს პირველად აჟღერდა გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უკვდავი მუსიკალური ქმნილება – „N 14 სონატა ფორტეპიანოსათვის”, რომელსაც შემდგომში გერმანელმა დრამატურგმა – ლუდვიგ რელშტადტმა პირველმა უწოდა – „მთვარის სონატა”, იგი იმთავითვე შედევრ მუსიკალურ ნაწარმოებად იქნა შერაცხილი მუსიკის მოყვარულების მიერ. (ავტორი გენია.ჯი) ბეთჰოვენის ახლადდაწერილი მუსიკალური ქმნილება იმდენად დიდი მოწონებით სარგებლობდა მელომან ხალხში, რომ ავსტრიის დედაქალაქ ვენის სახლების უმრავლესობათა ფანჯრებიდან დღენიადაგ „მთვარის სონატის” მელოდიები ისმოდაო, – შენიშნავდნენ იმ პერიოდის ავტორები.
საინტერესოა ის გარემოება, რომ თავად ბეთჰოვენს აკვირვებდა „მთვარის სონატის” ეგზომ დიდი პოპულარობა. „დღეს ქუჩაში ყველა ამ სონატის შესახებ საუბრობს. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მასზე გაცილებით კარგი მუსიკალური ნაწარმოებები მაქვს დაწერილიო”, – შენიშნავდა ხოლმე ლუდვიგი. – (ავტორი გენია.ჯი)