ლეონიდ ბრეჟნევი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი საბჭოთა გენსეკის – ლეონიდ ბრეჟნევის (1906-1982 წლები) ერთ-ერთ ყველაზე მავნე ჩვევას, თამბაქოს მასიური და დიდი რაოდენობით მოხმარება წარმოადგენდა ათწლეულების განმავლობაში. ნიკოტინმა სიჭარმაგეში შესულ ბრეჟნევს ღრძილების ანთება დამართა, რაც თავის მხრივ სერიოზულ პრობლემად ექცა ამ უზარმაზარი იმპერიის მბრძანებელს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დაავადება ხელს უშლიდა კბილების პროთეზის სათანადოდ გამოყენებაში, რის გამოც მას ხშირად ერღვეოდა დიქცია (სიტყვათა წარმოთქმის მანერა). მიუხედავად ამისა, ლეონიდი კვლავაც აქტიურად მოიხმარდა თამბაქოს. იმ სიგარეტების ასორტს კი, რომელთაც გენსეკი ეწეოდა, გამუდმებით პირადი მცველები დაატარებდნენ.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 1970-იანი წლების მეორე ნახევარში კრემლის ექიმების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე ლეონიდი იძულებული გახდა თამბაქოს მოხმარება მიეტოვებინა. თუმცა… მას შემდეგ ლეონიდს ხშირად დაჰყვებოდა ხოლმე ეგრეთ წოდებული – „სიგარეტის მწეველთა დანაყოფები”, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ დრო და დრო მოეწიათ ლეონიდის თანდასწრებით სიგარეტი და კვამლი, რომლის სურნელიც ასეთ სიამოვნებას ანიჭებდა მას, მისი პირისახისაკენ გაეშვათ. ამ უცნაური მეთოდის გამოყენებას საბჭოთა გენსეკი პარტიულ მეგობრებისგანაც ხშირად მოითხოვდა.
ბრეჟნევის პირადი დაცვის ხელმძღვანელის – ვლადიმერ მედვედევის გადმოცემით, ლეონიდისათვის ნორმად ყოფილა ქცეული ზემოაღნიშნული „რიტუალის” შუა ღამით აღსრულება, რისთვისაც ყოველთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდა „სიგარეტის მწეველთა დანაყოფები”. – (ავტორი გენია.ჯი)