იოზეფ ჰაიდნის ანდერძი
„მე ღმერთმა დამაჯილდოვა ნიჭით, რისთვისაც მას მადლობას ვწირავ. ვფიქრობ, რომ ღირსეულად აღვასრულე ჩემი ვალი, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემს მუსიკას სიამოვნება მიენიჭებინა ადამიანებისთვის. დაე, ახლა სხვებმა გააკეთონ ეს”. – ასეთი სახის საბოლო შეფასება მისცა საკუთარ მოღვაწეობას მოცარტის კეთილშობილმა მეგობარმა და ბეთჰოვენის საუკეთესო მოწაფემ, „კლასიკური სიმფონიის მამად” წოდებულმა ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა – ფრანც იოზეფ ჰაიდნმა (1732-1809 წლები) თავისი ცხოვრების დაისის ჟამს. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე სულ რაღაც ექვსიოდე კვირით ადრე, გენიალურმა მუსიკოსმა პირადად დაწერა 63 პუნქტისაგან შემდგარი უკანასკნელი ანდერძი სანათესაოსა და მოსამსახურეების თანდასწრებით. ფინანსურად წელში გამართული კომპოზიტორი უშვილო ქვრივი გახლდათ, რის გამოც ქონება პირად მემკვიდრეს ვერ დაუტოვა. და მაინც, ამ უკეთილშობილესმა ადამიანმა მართლაც რომ ღირსეულად განანაწილა იგი. ჰაიდნის ქონებიდან წილი შეხვდათ როგორც მის ნათესავებს, ასევე კომპოზიტორის მოსამსახურეებს, მეზობლებსაც კი. ფრანცს თავის ანდერძში არავინ გამორჩენია. მისი მემკვიდრეობის ნაწილი წილად ხვდა მეწაღესა და იმ ოსტატსაც, ვინაც ხარისხიან პარიკებს უმზადებდა მას… გარდა ამისა, მან გარკვეული თანხა გამოუყო ერთი კეთილი კაცის პატარა შვილიშვილს, რომელმაც ოდესღაც ფინანსურად შეჭირვებულ მუსიკოსს 150 გულდენი ასესხა ვალად. ჰაიდნის არც მშობლიური სკოლა დავიწყებია ამ მხრივ…
თანხის ნაწილი ფინანსებიდან ფრანცმა თავისი დასაფლავებისათვის გადაინახა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მისი ანდერძის თანახმად, ყველა ის ადამიანი, ვინაც ჰაიდნის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას, 200 გულდენს მიიღებდა „საჩუქრის” სახით. საკუთარი საფლავისათვის ლათინური სიტყვებისაგან შემდგარი ეპიტაფიაც თავადვე შეურჩევია მუსიკის მეტრს: „Veni, scripsi, vixi”, ანუ – „მოვედი, დავწერე, ვიცხოვრე”. – (ავტორი გენია.ჯი)