დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, ალექსანდრე მაკედონელი სახელობით იცნობდა თითოეულ თავის ჯარისკაცსო. „ეს” საყოველთაოდ ცნობილი შუააზიელი დამპყრობელიც ცდილობდა, სახელობით სცოდნოდა ყოველი მისი ჯარისკაცი. ამიტომაც დაატარებდა თითქმის ყოველთვის (განსაკუთრებით ლაშქრობების ჟამს) სამეფო სარტყლით სიას, სადაც ჩამოწერილი გახლდათ მისი არმიის (რა ოდენობისაც უნდა ყოფილიყო იგი) ჯარისკაცთა სახელები. „ამ” პირსისხლიანი მხედართმთავრის აზრით, ნებისმიერი ჯარისკაცისათვის დიდი პატივისა და მოტივაციის აღმძვრელი გარემოება გახლდათ, როდესაც თავისი ნამდვილი სახელით მიმართავდა სარდალი. ცნობისათვის, „მის” არმიაში მოქმედი კოდექსის თანახმად, „იგი” არასოდეს ტოვებდა თავის ხალხს ტყვეობაში, სანამ მცირეოდენი შანსიც კი არსებობდა მათი განთავისუფლებისა. დაასახელეთ, თავისი ჯარისკაცებისადმი ასეთი დამოკიდებულებით გამორჩეული შუააზიელი მხედართმთავრის ვინაობა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * *
პასუხი: თემურლენგი