პეტრე ჩაიკოვსკი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი რუსი კომპოზიტორი - პეტრე ჩაიკოვსკი (1840-1893 წლები) არასოდეს რჩებოდა კმაყოფილი თავისი მუსიკალური ნაწარმოებებით, რის გამოც ხშირად მიმართავდა მძაფრ თვითკრიტიკას. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად, მის მიერ დაწერილ „მეხუთე სიმფონიას” – „ნაგავს” უწოდებდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ასეთივე ზედსახელით მოიხსენიებდა იგი „ჩაიკოვსკის შემოქმედების გვირგვინად” მიჩნეულ – „გედების ტბასაც”. მიუხედავად ასეთი თვითკრიტიკული გამოხდომებისა, კომპოზიტორი მაინც ღრმად იყო დარწმუნებული საკუთარ გენიალურობაში. ის კი არადა, პეტრეს თავი თანამედროვეობის საუკეთესო კომპოზიტორადაც მიაჩნდა. ჰორაციუსისა და პუშკინის მსგავსად, სჯეროდა, რომ საკუთარ პერსონას თავადვე აუგო ხელთუქმნელი ძეგლი. „ყველა თანამედროვე კომპოზიტორს შორის ერთი მათგანიც კი არ მოიპოვება ისეთი, ვის წინაშეც ნებაყოფლობით დავხრიდი თავსო”, – ამიტომაც იმეორებდა ხოლმე დიდი მუსიკოსი.
ამბობენ, საკუთარ თავზე ეგზომ დიდი წარმოდგენა ეგოცენტრიზმის ჩემპიონად აღიარებულ რიხარდ ვაგნერსაც კი არ ჰქონიაო. – (ავტორი გენია.ჯი)