კრისტოფ ვილიბალდ გლუკი – „ეპიზოდი”
კლასიკური ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – კრისტოფ ვილიბალდ გლუკი (1714-1787 წლები), ვისაც უდიდესი წვლილი აქვს დადებული საოპერო ჟანრის განვითარებაში, ქვეყნიერებას ბავარიაში მოევლინა და ჩეხეთში გაიზარდა; ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება კი ხელოვანს ავსტრიაში მოუხდა (იქვე აღსრულა). შედეგად, მისი ეროვნული წარმომავლობა დიდხანს იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთნი გლუკს – „ჩეხად” მოიხსენიებდნენ, მეორენი „გერმანელად”, მესამენი კი „ავსტრიელად”. საბოლოო ჯამში, ამ პოლემიკას თავად კრისტოფის მიერ საკუთარი საფლავისათვის შედგენილმა ეპიტაფიამ დაუსვა წერტილი. ეპიტაფიამ, რომელიც ასე იწყება: „აქ განისვენებს პატიოსანი გერმანელი…” – (ავტორი გენია.ჯი)