მაჰათმა განდი – „ეპიზოდი”
თავის ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, „დიდსულოვნად” წოდებული ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლების მოძრაობის უპირობო ლიდერი – მაჰათმა განდი (1869-1948 წლები) სულ რაღაც 8 წლის ასაკში იქნა დანიშნული მისივე თანატოლ გოგონაზე – კასტრუბაზე. ქალაქ პორბანდარას მერის ქალიშვილზე. (ავტორი გენია.ჯი) 13 წლის ასაკში წყვილი ოფიციალურად შეუღლდა და მას შემდეგ 62 წელიწადი თანაიცხოვრა სრულ ჰარმონიაში. ერუდიტი განდი აღმერთებდა თავის ცოლს. თავისუფალ დროს მის წავლა-განათლებას უთმობდა და მასთან ერთად მრავალ ფილოსოფიურ თეორიას განიხილავდა. იგი თავის იდეებს სრულად ანდობდა კასტრუბას.
1944 წელს, 72 წლის ასაკში მყოფი მაჰათმას საყვარელი მეუღლე პნევმონიით (ფილტვების ანთებით) დაავადდა. განდის პირადმა უბედურებამაც იმ პერიოდიდან აიღო სათავე.
ქმრის გადაწყვეტილებით, პნევმონიით დაავადებული კასტრუბა მკურნალობის მიზნით დაუყონებლივ იქნა გაგზავნილი განგის წმინდა წყლის სანაპიროებზე. განგის წმინდა წყლის სმამ ქალი ჯანზე ვერ მოიყვანა. ის კი არადა, მისი მდგომარეობა კიდევ და კიდევ უფრო მძიმდებოდა. ყოველივე ამის შემდგომ, მაჰათმას ურჩიეს, რომ კასტრუბას განსაკურნებლად იმ პერიოდში დეფიციტად ქცეული ევროპული სამედიცინო პრეპარატი – „პენიცილინი” გამოეყენებინა, რაზედაც კატეგორიული უარი მან შემდეგი სიტყვის თანხლებით განაცხადა: „მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა სიცოცხლე შეუნარჩუნოს ჩემს ცოლს. თუკი მისთვის მისაღები და სასარგებლოა თავის საუფლოში გადაიყვანოს იგი, დაე ასეც მოხდეს ეს”.
ეს სიტყვები მით უფრო გასაკვირია იმ კაცისგან, ვინაც დასავლური ფასეულობები გასაოცრად შეუთავსა ბუდისტურ რელიგიურ მსოფლმხედველობას.
რამდენიმე ხანში კასტრუბა ავადმყოფობამ მართლაც რომ უფალს მიაბარა. თავად განდი კი მალარიით დაავადდა. თავდაპირველად იგი საკუთარი მეუღლის მსგავსად გაემგზავრა განგის წმინდა წყლის ნაპირებზე იმავე მეთოდით სამკურნალოდ. შედეგი ამ შემთხვევაშიც – ნული იყო. თუმცა იმავე მეუღლისაგან განსხვავებით, მაჰათმამ ევროპული წამლის – „ქინინის” გამოყენებაზე უარი არ თქვა, რითიც შეინარჩუნა კიდეც სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)
მაჰათმა განდი და კასტრუბა