ვინსენტ ვან გოგი ამბობდა…
„მე მინდა ვხატო ისე, როგორც მე ვხედავ, და არა ისე, როგორც თქვენ ხედავთ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემს სახელოსნოში არაფერი იდუმალი არ იმალება. იგი ნამდვილია, ცხოვრებაზეა აგებული. სახელოსნო, სადაც ბავშვის აკვანი დგას, ბავშვის სკამი. აქ არაფერი მოგადუნებს, პირიქით, ყველაფერი მოქმედებისაკენ გიბიძგებს და გაცოცხლებს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ თუ გინდა ხატო, რასაც გრძნობ, აუცილებლად უნდა განიცადო კიდეც”.
* * *
„იმის შეგრძნებამ, რომ რაღაცას წარმოვადგენ, საჭირო ვარ, ადამიანი გამხადა”.
* * *
„მხატვრობაზე მე არასოდეს არ ვხუმრობ”.
* * *
„უსიტყვოდ უნდა აიტანო ტანჯვა – აი რა არის მთავარი, ეს დიდი ხელოვნებაა, ეს ის გაკვეთილია, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლო. ეს ის გზაა, რომლითაც ცხოვრების საკითხი წყდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე პატივს ვცემ ყველა ქალს, რომელიც დედა გახდა”.
* * *
„ადამიანთა ქცევა ძალიან წააგავს მხატვრობას. თუ სურათს ოდნავ სხვა მხრიდან შეხედავ, მაშინვე მთელი პერსპექტივა იცვლება; ესე იგი, ეს დამოკიდებულია არა ობიექტზე, არამედ იმ ადამიანზე, რომელიც უყურებს”.
* * *
„რა კარგია, როცა ვინმეს უყვარხარ”.
* * *
„სიღარიბე ანადგურებს ადამიანს”.
* * *
„მე ვიპოვე ჩემი თავი!” – (ავტორი გენია.ჯი)