მორის რაველი – „ეპიზოდი”
დღეისათვის ეგზომ პოპულარული მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის – „ბოლერო”, მისმა გენიალურმა ფრანგმა ავტორმა – მორის ჟოზეფ რაველიმ 1928 წელს დაწერა. იგი იმავე წლის 22 ოქტობერს იქნა პირველად აჟღერებული პარიზის გრანდ-ოპერის დიდებულ სცენაზე. (ავტორი გენია.ჯი) გამოჩენილი რუსი პიანისტი – ალექსანდრე მაიკაპარი, ვინაც „ბოლეროს” პრემიერას დაესწრო მაშინ, მოგვიანებით შენიშნავდა, რომ ფრანგი კომპოზიტორის ქმნილებამ იმთავითვე ჰიპნოზური გავლენა იქონია მსმენელზეო. დროთა განვალობაში, რაველის მუსიკალური-შედევრი მისი შემოქმედების გვირგვინად იქცა. „ბოლეროთი” მოხიბლული იყო დიდი და პატარა, ქალი და კაცი, არისტოკრატი და მდაბიო. მათგან განსხვავებით, თავის ზეპოპულარულ მუსიკალურ ქმნილებას ავტორი სულაც არ მიიჩნევდა შედევრად. ის კი არადა, მორისი იმასაც ამბობდა, „ბოლერო”-ში მუსიკა საერთოდ არ არისო. „ასეთი მუსიკალური ნაწარმოების დაწერა კონსერვატორიის ნებისმიერ მოწაფეს შეუძლიაო”, – ესეც კი განუცხადებია ერთხელ მას „ბოლერო”-ს შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)