იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”
მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ტიტანი, გენიალური გერმანელი მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832 წლები) გერმანულ ქალაქ ვაიმარში არსებულ „ამალიად” წოდებულ მასონთა ლოჟაში 1782 წელს გაწევრიანდა. (ავტორი გენიაჯი) მის კალამს მასონებზე მიძღვნილი მრავალი ლექსი ეკუთვნის. იოჰანის რომანები ვილჰელმ მაისტერის შესახებ, იმ პერიოდის მასონური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებად არიან აღიარებულნი. ის კი არადა, გოეთე მასონთა ჰიმნის ავტორიც კი გახლდათ.
წარმატებულმა მოღვაწეობამ დროთა განმავლობაში, დიდ გერმანელ ფილოსოფოსს „ოსტატის” ხარისხი მოუტანა მასონთა ლოჟაში. „ამალია”-ს ლოჟის ერთ-ერთი წევრი, სახელოვანი გერმანელი ისტორიკოსი – ოტო კასპარი მოგვიანებით აღნიშნავდა – „მიუხედავად სიჭარმაგისა, გოეთე მაინც რჩებოდა „ამალია”-ს ლოჟის მთავარ ინტელექტუალურ ცენტრადო”. – (ავტორი გენია.ჯი)